Tuesday, May 8, 2012

საქართველო და ალკოჰოლიზმი

საქართველოში მამაკაცების უმეტესობას იზიდავს ალკოჰოლური სასმელი.  დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩვენს ქვეყანაში, სლავური ქვეყნებისგან განსხვავებით, ალგოჰოლიზმისჯენ მიდრეკილების მქონე ადამიანი ძალიან მცირეა და ქართველები მხოლოდ გართობის მიზნით სვავენ. ამ შეხესულებას აბათილებს ბრიტანული კვლევითი ცენტრის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, საქართვეოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე ალკოჰოლის მოხმარებამ 1.3 პროცენტით იმატა. ეს ძალიან ცუდი ციფრია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განვითარებულ ქვეტნებში, მაგალითად ამერიკის შეერტებულ შტატებში, გერმანიაში და კანადაში პირიქით ხდება და მოსახლეობაში ალკოჰოლური სასმელების პოპულარობა თანდათან იკლებს. ალკოჰოლური სასმელების პოპულარობის ზრდა შეინიშნება სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში, პოლონეთში და უკრაინაში. ამ ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების წესში არაყს დიდი ადგილი უჭირავს. ბრიტანული კვლევითი ცენტრი პირველ რიგში გაყიდული სპირტიანი სასმელების შესახებ არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობოდა. ამ ციფრების დადგენისას არ არის გათვალისწინებული საოჯახო პირობებში წარმოებული ალკოჰოლური სასმელები, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ეტანებიან. აქედან გამომდინახე ალკოჰოლური სასმებელის მოხმარების ზრდა ადვილადაა შესაძლებელი, რომ 1.3 პროცენტზე მეტიც იყოს

No comments:

Post a Comment