ალკოჰოლიზმი დაავადებაა, რომელსაც იწვევს სპირტიანი სასმელების სისტემატური და ხანგრძლივი სმა.
1849 წელს შვედმა ექიმმა და საზოგადო მოღვაწემ მ.ჰუსმა შემოიღო ტერმინი ნარკომანიის სახე "ა". ფართო გაგებით მისი სამედიცინო მნიშვნელობა განუყოფელია სოციალური შინაარსისგან. დაავადება "ა" მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. იგი არის დანაშაულების ზრდის, ოჯახის დაშლის და სხვა მრავალი უარყოფითი მოვლენის გამომწვევი მიზეზი. მაგრამ არ უნდა აგვერიოს ერტმანეტში დაავადება "ა" და ჩვეულებრივი "ყოფითი" ლოთობა", რაც ანტისაზოგადოებრივი ქცევის ფორმაა და არა დაავადება. "ა" ხელს უწყობს ზოგიერთი დააბადების განვითარებას, ამძიმებს და ართულებს მათ. ორგანიზმზე ალკოჰოლის მავნე გავლენას უმთავრესად განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის სარეგულაციო მექანიზმების მოშლა.
No comments:
Post a Comment