არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო დროს ლოთობის სიყვარულის მიზეზები ჩვენი ისტორიის სათავეებთან უნდა ვეძიოთ. როდესაც ქართულ სუფრასთან და ღვინის სმასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და უძველეს ტრადიციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იმ ადათების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ქართულად მივიჩნევთ, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა ქართული და შემოსულია სხვა ხალხების კულტურებიდან. თითქმის ყველა დამპყრობელმა ქართველებს საკუთარი კულტურის ელემენტები დაგვიტოვა და მრავალი არაქართული, მაგრამ დაუსაბუთებლად ქართულად მიჩნეული ტრადიცია დღემდეა შემონახული. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი სუფრული ადათ-წესები წმინდა კავკასიური ტრადიციების გარდა, მონღოლურ, არაბულ, ოსმალურ, ირანულ, ურარტულ, სკვითურ და კიმერიულ ტრადიციებსაც ეფუძნება.პრაქტიკულად არ გვყოლია ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ქართულ სიტყვიერებასა და სასმელის სმის კულტურაში რაიმე თავისი არ შემოეტანოს. ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: `მცდარი იქნება, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი კულტურა მხოლოდ კოლხურ-იბერიულ საწყისებზე აღმოცენდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ქართული სუფრა, რომელშიც წმინდა ქართული დღეს ძალიან ცოტა რამ თუ არის. ღვინის დაძალება მონღოლებისაგან გადავიღეთ. მონღოლებისათვის სუფრაზე ღვინის არ დალევა შეურაცმყოფლად ითვლებოდა და თუკი ვინმე მაინც არ დალევდა, ამის გამო ხშირად სიკვდილითაც კი სჯიდნენ. ჩვენთან სიკვდილით არ სჯიან, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არაერთხელ ამტყდარა. ქართულ სუფრაზე დღეს არსებული მერიქიფის ინსტიტუტი ირანულია, ისევე როგორც ტოლუმბაშობა. რაც შეეხება იმას, რომ ქართველ ქალებს ხშირად ძალით სვამენ სუფრასთან და აიძულებენ, მთვრალი ხალხის ცქერით თავი დაიტანჯონ, ესეც არაქართული ტრადიციაა და ამის ფესვები ჩრდილოკავკასიაში, კერძოდ კი დაღესტანში უნდა ვეძიოთ`.
ძალიან საინტერესო ნაშრომია , საკმაოდ ამომწურავად დაწერილი, მომეწონა. ერთი ნაკლი რომ არ ქონდეს, ვგულისხმობ ალკოჰოლიზმს მიკუთვნებულს ფსიქიკურ დაავადებად. სიამოვნებით მივუჯდებოდი თქვენთან ერთად ინტელექტუალური პაექრობის მაგიდას და დავასაბუთებდი რომ ალკოჰოლიზმი სიმპტომია და არა ცალკე არსებული დაავადება.
ReplyDelete