სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი. თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.
თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე – ფსიქოპათებს.
სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.
No comments:
Post a Comment