ტერმინით “ალკოჰოლიზმი” აღნიშნავენ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს ალკოჰოლისადმი დაუძლეველი პათოლოგიური ლტოლვა, ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების ფორმირება, ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური დეგრადაცია.
ალკოჰოლური ტიპის დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლინებაა – ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი - ზარხოში. იგი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება სასმელის მიღების შემდეგ მეორე დილით.
ზარხოში ვლინდება შემდეგნაირად:
1.სახის გაწითლება,
2.ოფლიანობა,
3.ტრემორი,
4. გუგების გაფართოება,
5. გულის ცემის აჩქარება,
6.არტერიული წნევის მომატება,
7.პირის სიმშრალე,
8.გულისრევა,
9.ზოგჯერ ღებინება,
10.კუჭ-ნაწლავის აშლილობები,
11.ხშირი შარდვა,
12.ტკივილი გულის არეში,
13.თავის ტკივილი,
14.მადის დაქვეითება,
15.ძილის დარღვევა.
ალკოჰოლის ხანგძლივი მოხმარება იწვევს:
• ღვიძლის ფუნქციის დაზიანებას;
• ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკურ ზემოქმედებას (ალკოჰოლური ფსიქოზები, თეთრი ცხელება) რაც გამოიხატება ადამიანის პიროვნული თვისებების გატლანქებასა და გაუხეშებაში. ირღვევა მეხსიერება, აზროვნება ხდება არაპროდუქტიული, ქვეითდება ინტელექტი);
• ტრავმებსა და უბედურ შემთხვევებს;
• ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედებას;
• საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს (პანკრეასის, კუჭისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები);
• სქესობრივი ფუნქციის მოშლას, რაც მდგომარეობს სქესობრივი უნარის დაქვეითებასა და ზოგჯერ სქესობრივ უძლურებაში.
ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის მკურნალობა, ხანგრძლივი და ურთულესი პროცესია. საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს და აუცილებლად დაუბრუნდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
No comments:
Post a Comment