Tuesday, May 8, 2012

ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდები


ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდებია:პირობითრეფლექსური თერაპია – ალკოჰოლის სუნსა და გემოზე ღებინების რეფლექსის გამომუშავება, რაც ალკოჰოლისა და სასაქმებელი საშუალებების ერთდროული მიღებით მიიღწევა;
მასენსიბილიზებელი თერაპია – ალკოჰოლისადმი ლტოლვის დათრგუნვა. ავადმყოფს ამ მიზნით აძლევენ პრეპარატს, რომელიც თავისთავად უვნებელია, მაგრამ ორგანიზმში სპირტიანი სასმლის მოხვედრისას იწვევს ურთიერთქმედების რეაქციას მძიმე შედეგებით. საქართველოში ეს მეთოდი დანერგილი არ არის.
ალკოჰოლიზმის მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, წარმატების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოთერაპია და ჯგუფური რაციონალური ფსიქოთერაპია. არსებობს თვითდახმარების, ე.წ. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმური ჯგუფები, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები ერთმანეთს სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავებაში ეხმარებიან.
ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია.

No comments:

Post a Comment