ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები მრავალფეროვანია. ალკოჰოლური სასმელებისადმი ლტოლვა ყოველთვის განპირობებულია გარეშე მიზეზებით, ადგილობრივი ადათ-ჩვევებით, პროფესიული აუცილებლობით და სხვა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლური სასმელის პირველი მიღებისთანავე ადამიანში ყალიბდება მისდამი გარკვეული ინდივიდუალური დამოკიდებულება. ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს მიიღებს ზომიერად (რაიმე განსაკუთრებულ მიზეზთან დაკავშირებით), თუ გახდება ჩვეულებრივი ლოთი, -რასაკვირველია, ბევრად არის დამოკიდებული მრავალ გარეშე მიზეზთა თავდაპირველ დამთხვევაზე.
ალკოჰოლიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი ალკოჰოლის დალევა მეგობრულ წრეში "სიამოვნებისათვის". ზოგჯერ კი - თავისებური ხასიათის პირები (ფსიქოპათები, ნევროტიკები), არცთუ იშვიათად სულით ავადმყოფებიც, - ალკოჰოლურ სასმელს მიმართავენ სევდის, აფექტური დაძაბულობის, გაღიზიანების მოსახსნელად. დროთა განმავლობაში ხშირი სმის მიზეზი ხდება ლოთობის ფიზიკური სიმპტომებიდან განთავისუფლების, გამოზარხოშების სურვილი. თუ ამგვარი ხშირი სმა გრძელდება, ადრე თუ გვიან, -ჩვეულებრივ 2-8 წლის შემდეგ, - ვითარდება პათოლოგიურითრობა - ალკოჰოლური ნარკომანია.
უმცროსი ასაკის ბავშვები ალკოჰოლს ღებულობენ შემთხვევით, ან მას აძლევენ ბავშვს "მადისათვის". არცთუ იშვიათად ბავშვი სპირტიან სასმელს სინჯავს ცნობისმოყვარეობის გამო. შედარებით უფროს ასაკში ალკოჰოლის პირველად მიღების ტრადიციული მიზეზია დღესასწაული, ოჯახური ზეიმი, სტუმრები და ა.შ. შემდგომში თავს იჩენს ისეთი მიზეზები, როგორიცაა ამხანაგების ხათრისათვის, გაბედულებისათვის. სპირტიანი სასმელის სმის სურვილის გამომწვევია მშობლებისა და ნათესავების მაგალითი, ალკოჰოლური ტრადიციები და რთული ურთიერთობა ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები, უსაქმობა, ბავშვის მიტოვება უმეთვალყურეოდ, მომავლისადმი ინდეფერენტულობა, უიმედობა და სხვა.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ იმ ადამიანების 96%, რომლებიც სპირტიან სასმელებს ეტანებიან, პირველად გასინჯეს იგი თხუთმეტ წლამდე ასაკში. სპირტიანი სასმელისადმი ბავშვისა და მოზარდის მიჩვევის პერიოდი ძალიან მოკლეა, რაც აიხსნება მათი ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით.
მოზარდები, - რომლებიც ეტანებიან სპირტიან სასმელს - არიან შეზღუდულები, დაკარგული აქვთ ინტერესი ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისადმი, იზიდავთ მხოლოდ უმიზნო დროსტარება, რომლის დროსაც აუცილებელი ატრიბუტია სპირტიანი სასმელი. ალკოჰოლის გავლენით მოზარდები ხშირად ამყარებენ შემთხვევით სქესობრივ კავშირს, რაც ვენერიული დაავადებით დასნებოვნების ერთ-ერთი ძირითადი გზაა.

No comments:
Post a Comment