Tuesday, May 8, 2012

ალკოჰოლის მომენტალური ეფექტები

ალკოჰოლი სისხლში სწრაფად შეიწოვება. სიჩქარე დამოკიდებულია კუჭში არსებულ საკვებზე. მაგალითად, მასში ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი საკვების არსებობისას, ალკოჰოლი უფრო ნელა შეიწოვება. გაზიანი ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად შამპანური, უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე უგაზო. 
ეფექტები ვლინდება დალევიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ და პიკს აღწევს დაახლოებით 40-60 წუთში. ალკოჰოლი სისხლში ჩერდება მანამ, სანამ ღვიძლის მიერ არ დაიშლება. თუ ადამიანი იღებს ალკოჰოლს ისეთი დროის განმავლობაში და ისეთი დოზებით, რომ ღვიძლი ვერ ასწრებს დაშლას, მისი დონე სისხლში დიდხანს რჩება მომატებული. 

სისხლში კონცენტრაციის მიხედვით ალკოჰოლის ეფექტები შეიძლება იყოს:

0.05 -- შეკავების უნარის დაქვეითება
0.10 -- არეული საუბარი
0.20 -- ეიფორია და მოძრაობის დარღვევა
0.30 -- დაბნეულობა, არეულობა
0.40 -- გაშტერება, გაშეშება
0.50 -- კომა

0.60 -- სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი

ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ხდება ტვინის ზოგიერთი უბნის მუშაობის დათრგუნვა, რისი შედეგიცაა: 

 მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა
 ხანმოკლე მეხსიერების დასუსტება
 რეაქციის შენელება
 აზროვნების შენელება
 ყურადღების გაფანტვა
 შეკავების უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება სამარცხვინო საქციელის ჩაადენინოს ადამიანს.

თუ ფეხმძიმე ქალი დალევს, ალკოჰოლმა შეიძლება იმოქმედოს ნაყოფზე და გამოიწვიოს სსხვადასხვა დეფექტები, ან ახალშობილთა ალკოჰოლური სინდრომი- fetal alcohol syndrome - დაავადება, რომელსაც ახასიატებს გონებრივი ჩამორჩენილობა და ქცევითი პრობლემები.

No comments:

Post a Comment