ალკოჰოლიზმი ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფათოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ერთგვარ დაავიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრიას სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან ხოლმე შემდეგში ე.წ. ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებთ ფსიქიკის და შინაგანი ორგანოების მუშაობის აშლილობა.
მათ დასათრგუნად ადამიანი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა.
No comments:
Post a Comment