Wednesday, May 30, 2012
გამოყენებული ელექტრონული წყაროები
narkozi.com/alcohol/
ka.wikipedia.org/wiki/ალკოჰოლიზმი
mkurnali.ambebi.ge
http://www.med-doctor.net/
Tuesday, May 8, 2012
ალკოჰოლიზმის სახეები
ალკოჰოლიზმი არის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ძნელად ინკურნება. დაავადება ვითარდება ალკოჰოლის რეგულარული, ხანგრძლივი მიღების შედეგად. მას ახასიათებს ორგანიზმის განსაკუთრებული პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება სპირტიანი სასმელებისადმი თავშეუკავებელ სწრაფვაში, სასმელისადმი შეგუების დონის ცვლილებასა და პიროვნების დეგრადაციაში.
ალკოჰოლიზმი, როგორც სამედიცინო ცნება აერთიანებს მწვავე ალკოჰოლურ მოწამვლას და ქრონიკულ ალკოჰოლიზმს.
ჩვეულებრივი ალკოჰოლური თრობა, რომელიც ხასიათდება ეიფორიით, კრიტიკისა და თვითკრიტიკის დაქვეითებით, გუნება-განწყობის მერყეობით (აფექტური განრისხება ან ტირილი), არ მოითხოვს სპეციალურ თერაპიულ ჩარევას. იგი მთავრდება ძილით და გამოფხიზლებით. ჩვეულებრივი დათრობის დროს, სხვადასხვა დამასუსტებელი ფაქტორის (უძილობა, გადაღლა, შიმშილი, გადატანილი ინფექციები, ტრავმები) ფონზე, შეიძლება განვითარდეს დათრობით გამოწვეული განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც პათოლოგიური თრობა ეწოდება.ქრონიკული ალკოჰოლიზმი ვითარდება ალკოჰოლური სასმელების ხშირი, ჭარბი და ხანგრძლივი მიღების შედეგად. მისი ძირითადი ნიშანი წარმოდგენილია აბსტინენციის (ანუ გამოზარხოშების) სინდრომით. ფსიქიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია გუნება-განწყობის ზოგადი ეიფორიული ფონი, აზროვნების გაღარიბება, ინტერესების შეზღუდვა, პიროვნების თავისებური დეგრადაცია. კრიტიკის, მეხსიერების, შემოქმედებითი უნარის დაქვეითება ზოგჯერ ისეთ ღრმა საფეხურს აღწევს, რომ ლაპარაკობენ ალკოჰოლურ ჭკუასუსტობაზე.
ზოგიერთ შემთხვევაში ალკოჰოლის ჭარბი მიღება შეტევით ხასიათს ატარებს და გრძელდება რამდენიმე დღე. შემდეგ შეტევამდე ავადმყოფი ალკოჰოლს არ ღებულობს. ამგვარ მდგომარეობას, რომელსაც წინ უსწრებს ხანდახან გუნება-განწყობის დაქვეითება, ეწოდება დიფსომანია.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად ვითარდება ალკოჰოლური ფსიქოზები.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის ყველაზე ხშირი ფსიქოზური გართულებაა თეთრი ცხელება. დაავადება იწყება უეცრად, გრძელდება რამდენიმე დღე. ადგილი აქვს მხედველობით, ტაქტილურ (შეხებითი მგრძნობელობა) და სმენით ჰალუცინაციებს, ცნობიერების შეცვლას, დეზორგანიზაციას, საერთო მოუსვენრობას, ზოგჯერ ტემპერატურის მომატებას.
ქრონიკული ალკოჰოლიხმის ერთ-ერთი გართულებაა ალკოჰოლური ჰალუცინოზი. დაავადება ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს და თეთრი ცხელებისაგან განსხვავებით, ხასიათდება უხვი სმენითი ჰალუცინაციებით ნათელი ცნობიერების ფონზე. ხშირად ადგილი აქვს დევნის ბოდვას. მიმდინარეობს რამდენიმე კვირა (მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინოზი).
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში, ალკოჰოლური ჰალუცინოზი მიმდინარეობს ხანგრძლივად, მრავალი წლის განმავლობაში. ბოდვითი აზრები შედარებით მკრთალად არის წარმოდგენილი, ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს კრიტიკული დამოკიდებულება თავისი დაავადების მიმართ (ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინოზი).
ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად ვითარდება აგრეთვე ალკოჰოლური ბოდვა და კორსაკოვის ფსიქოზი ანუ ალკოჰოლური პოლინევრიტი.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდებს შეიძლება განუვითარდეს შაქრიანი დიაბეტი. ასევე, იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის მოშლა, რაც მდგომარეობს სქესობრივი უნარის დაქვეითებასა და ზოგჯერ სქესობრივ უძლურებაში.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებული ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10%-ით, ხოლო მამაკაცების 15%-ით ნაკლებია არამსმელებთან შედარებით.

ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები
ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები მრავალფეროვანია. ალკოჰოლური სასმელებისადმი ლტოლვა ყოველთვის განპირობებულია გარეშე მიზეზებით, ადგილობრივი ადათ-ჩვევებით, პროფესიული აუცილებლობით და სხვა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლური სასმელის პირველი მიღებისთანავე ადამიანში ყალიბდება მისდამი გარკვეული ინდივიდუალური დამოკიდებულება. ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს მიიღებს ზომიერად (რაიმე განსაკუთრებულ მიზეზთან დაკავშირებით), თუ გახდება ჩვეულებრივი ლოთი, -რასაკვირველია, ბევრად არის დამოკიდებული მრავალ გარეშე მიზეზთა თავდაპირველ დამთხვევაზე.
ალკოჰოლიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი ალკოჰოლის დალევა მეგობრულ წრეში "სიამოვნებისათვის". ზოგჯერ კი - თავისებური ხასიათის პირები (ფსიქოპათები, ნევროტიკები), არცთუ იშვიათად სულით ავადმყოფებიც, - ალკოჰოლურ სასმელს მიმართავენ სევდის, აფექტური დაძაბულობის, გაღიზიანების მოსახსნელად. დროთა განმავლობაში ხშირი სმის მიზეზი ხდება ლოთობის ფიზიკური სიმპტომებიდან განთავისუფლების, გამოზარხოშების სურვილი. თუ ამგვარი ხშირი სმა გრძელდება, ადრე თუ გვიან, -ჩვეულებრივ 2-8 წლის შემდეგ, - ვითარდება პათოლოგიურითრობა - ალკოჰოლური ნარკომანია.
უმცროსი ასაკის ბავშვები ალკოჰოლს ღებულობენ შემთხვევით, ან მას აძლევენ ბავშვს "მადისათვის". არცთუ იშვიათად ბავშვი სპირტიან სასმელს სინჯავს ცნობისმოყვარეობის გამო. შედარებით უფროს ასაკში ალკოჰოლის პირველად მიღების ტრადიციული მიზეზია დღესასწაული, ოჯახური ზეიმი, სტუმრები და ა.შ. შემდგომში თავს იჩენს ისეთი მიზეზები, როგორიცაა ამხანაგების ხათრისათვის, გაბედულებისათვის. სპირტიანი სასმელის სმის სურვილის გამომწვევია მშობლებისა და ნათესავების მაგალითი, ალკოჰოლური ტრადიციები და რთული ურთიერთობა ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები, უსაქმობა, ბავშვის მიტოვება უმეთვალყურეოდ, მომავლისადმი ინდეფერენტულობა, უიმედობა და სხვა.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ იმ ადამიანების 96%, რომლებიც სპირტიან სასმელებს ეტანებიან, პირველად გასინჯეს იგი თხუთმეტ წლამდე ასაკში. სპირტიანი სასმელისადმი ბავშვისა და მოზარდის მიჩვევის პერიოდი ძალიან მოკლეა, რაც აიხსნება მათი ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით.
მოზარდები, - რომლებიც ეტანებიან სპირტიან სასმელს - არიან შეზღუდულები, დაკარგული აქვთ ინტერესი ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისადმი, იზიდავთ მხოლოდ უმიზნო დროსტარება, რომლის დროსაც აუცილებელი ატრიბუტია სპირტიანი სასმელი. ალკოჰოლის გავლენით მოზარდები ხშირად ამყარებენ შემთხვევით სქესობრივ კავშირს, რაც ვენერიული დაავადებით დასნებოვნების ერთ-ერთი ძირითადი გზაა.

ალკოჰოლის მოქმედების მექანიზმები
ალკოჰოლი სისხლში ხვდება კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის გზით. კუჭში შეიწოვება ალკოჰოლის მხოლოდ 20%, დანარჩენი 80%-ის შეწოვა კი წვრილი ნაწლავებიდან ხდება. კუჭ-ნაწლავში ალკოჰოლის შეწოვა ხდება იმის მიხედვით, თუ რა სახის სასმელში როგორი კონცენტრაციითაა ალკოჰოლი. ლუდისაგან ალკოჰოლი ორგანიზმში გვიან შეიწოვება, მასზე უფრო ადრე შეიწოვება ღვინისაგან, უფრო სწრაფად არყისაგან და კიდევ უფრო სწრაფად სხვა სპირტიანი სასმელებისაგან.
ნაწლავებიდან ალკოჰოლი კარის ვენის საშუალებით ხვდება ღვიძლში და იქ ხდება მისი თანდათანობითი ნეიტრალიზაცია.
სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მისი მიღებიდან ერთნახევარი-ორი საათის შემდეგ ხდება. ამის შემდეგ იწყება მისი შემცირება - ნეიტრალიზაცია. თუ ალკოჰოლის სრულ ნეიტრალიზაციამდე განმეორდა მისი ხელახალი დოზების მიღება, ბოლოს და ბოლოს ორგანიზმი აღმოჩნდება ალკოჰოლის მუდმივი გავლენის ქვეშ.
ალკოჰოლის კონცენტრაცია ნერვულ ქსოვილში ხანგრძლივია და შედარებით დიდხანს რჩება. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ტვინის ქსოვილი ჭარბად შთანთქავს ალკოჰოლს და ძნელად თავისუფლდება მისგან.
ექსპერიმენტული გამოკვლევების გარდა, ამას ამტკიცებს თვით ავადმყოფის სუბიექტური ჩივილებიც: თავის ტკივილი, თავბრუ, საერთო მოდუნება, ორიენტაციის ცუდი უნარი, მოსაზრება-მოფიქრების გაძნელება, ფიზიკური სისუსტე, უხასიათობა, გუნება-განწყობის დაქვეითება.
ტვინის ქსოვილზე ალკოჰოლი მოქმედებს შერჩევით, რის სრული შესატყვისი სურათი აღსანიშნავია მთვრალი ადამიანის სომატურ-ფსიქიკური გამოვლინების მხრივ.
ალკოჰოლის ერთდროული თუ ქრონიკული მიღების შედეგად, იზღუდება რა ნერვული უჯრედის მუშაობა, ირღვევა ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლა. ცვლის დარღვევის შედეგად მიღებული პათოლოგიური პროდუქტები მეორადად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ცვლის მის ისედაც შეცვლილ ფუნქციას, რაც შემდგომ განაპირობებს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მძიმე სომატურ-ფსიქიკურ აშლილობებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა სასმელის სახით მიღებული ალკოჰოლი სხვადასხვა სიძლიერით ახდენს ორგანიზმის მოშხამვას. გამოკვლევებით შესაძლებელი გახდა ალკოჰოლის მოქმედი მიახლოებითი დოზების დადგენა სხეულის წონასთან შეფარდებით. მაგალითად, ერთ კილოგრამ წონაზე 1,0-2,0 მლ ალკოჰოლის მოქმედება იძლევა მსუბუქ სიმთვრალეს, 4,0-6,0 მლ - მძიმე სიმთვრალეს, 7,0-10,0 მლ კი - ანესთეზიას.
სასიკვდილო დოზად ადამიანისათვის საშუალოდ კილოგრამ წონაზე ითვლება 6,0-8,0 მლ შეგუების შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 0-40%-მდე.
ალკოჰოლის მიღებისას პირველ რიგში ითრგუნება თავის ტვინის ქერქის ნორმალური მოქმედება და თავდაპირველად ვითარდება განსაკუთრებული ფსიქიური მდგომარეობა - "ეიფორია", შეზარხოშება, რაც ნიშნავს გულარხეინობას. ეს არის სუბიექტურად სასიამოვნო მდგომარეობა, რომლის დროსაც შეიგრძნობა აგზნება, განსაკუთრებული მხნეობა, ძალის მოზღვავება, უსაზღვრო შესაძლებლობების შეგრძნება. ზოგჯერ ადამიანი შეიგრძნობს სასიამოვნო მოშვებულობას, სულიერ წონასწორობას.
ადამიანი, რომელმაც პირველად მიიღო ალკოჰოლი, კარგავს უნარს სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობანი, შეიძლება ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რასაც არ მოიმოქმედებდა ფხიზელ მდგომარეობაში. დადგენილია, რომ დანაშაულებრივ ქმედებასა და ძალადობის აქტებს ახალგაზრდები ჩადიან არაფხიზელ მდგომარეობაში. მსუბუქი სიმთვრალის მდგომარეობაში ადამიანები არიან მხიარულნი, ყველაფერზე საუბრობენ გულახდილად, უჩლუნგებათ კრიტიკისა და თვითკრიტიკის უნარი. აღნიშნული მდგომარეობა შემაკავებელი ცენტრების შესუსტებული მუშაობის შედეგია. ხშირი ეიფორია სუბიექტურად სასიამოვნოა,ობიექტურად კი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისათვის, რადგან ამ დროს ადამიანი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას. ეიფორიის მდგომარეობა ძალზე საზიანოა ახალგაზრდობისათვის, რადგან როცა არ არის შემაკავებელი საწყისი, ქრება ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობის გრძნობა.
ნარკოტიკული ეფექტის დასრულების შემდეგ აღინიშნება მძიმე ფსიქოსომატური და ნერვულ-ვეგეტატიური მოშლილობა, ე.წ. აბსტინენციური (ნაბახუსევი) მდგომარეობა. მას თან სდევს მოთენთილობა, მკვეთრად დაქვეითებული შრომისუნარიანობა, თავის ტკივილი, კიდურების კანკალი, ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში. აბსტინენციის ყველაზე ტიპიური მდგომარეობაა ალკოჰოლური გამოზარხოშება. ამ მდგომარეობის სწრაფი მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ალკოჰოლის განმეორებითი მიღებით. ადამიანს უვითარდება ალკოჰოლისადმი მოთხოვნილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების დაუოკებელი მისწრაფება, რომელიც თრგუნავს ყველა სხვა მოთხოვნას, მას მთლიანად ექვემდებარება ადამიანის არსება.
ალკოჰოლის მომენტალური ეფექტები
ალკოჰოლი სისხლში სწრაფად შეიწოვება. სიჩქარე დამოკიდებულია კუჭში არსებულ საკვებზე. მაგალითად, მასში ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი საკვების არსებობისას, ალკოჰოლი უფრო ნელა შეიწოვება. გაზიანი ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად შამპანური, უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე უგაზო.
ეფექტები ვლინდება დალევიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ და პიკს აღწევს დაახლოებით 40-60 წუთში. ალკოჰოლი სისხლში ჩერდება მანამ, სანამ ღვიძლის მიერ არ დაიშლება. თუ ადამიანი იღებს ალკოჰოლს ისეთი დროის განმავლობაში და ისეთი დოზებით, რომ ღვიძლი ვერ ასწრებს დაშლას, მისი დონე სისხლში დიდხანს რჩება მომატებული.
სისხლში კონცენტრაციის მიხედვით ალკოჰოლის ეფექტები შეიძლება იყოს:
0.05 -- შეკავების უნარის დაქვეითება
0.10 -- არეული საუბარი
0.20 -- ეიფორია და მოძრაობის დარღვევა
0.30 -- დაბნეულობა, არეულობა
0.40 -- გაშტერება, გაშეშება
0.50 -- კომა
0.60 -- სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი
ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ხდება ტვინის ზოგიერთი უბნის მუშაობის დათრგუნვა, რისი შედეგიცაა:
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა
ხანმოკლე მეხსიერების დასუსტება
რეაქციის შენელება
აზროვნების შენელება
ყურადღების გაფანტვა
შეკავების უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება სამარცხვინო საქციელის ჩაადენინოს ადამიანს.
თუ ფეხმძიმე ქალი დალევს, ალკოჰოლმა შეიძლება იმოქმედოს ნაყოფზე და გამოიწვიოს სსხვადასხვა დეფექტები, ან ახალშობილთა ალკოჰოლური სინდრომი- fetal alcohol syndrome - დაავადება, რომელსაც ახასიატებს გონებრივი ჩამორჩენილობა და ქცევითი პრობლემები.

არაქართული სმის ტრადიციები საქართველოში
არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო დროს ლოთობის სიყვარულის მიზეზები ჩვენი ისტორიის სათავეებთან უნდა ვეძიოთ. როდესაც ქართულ სუფრასთან და ღვინის სმასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და უძველეს ტრადიციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იმ ადათების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ქართულად მივიჩნევთ, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა ქართული და შემოსულია სხვა ხალხების კულტურებიდან. თითქმის ყველა დამპყრობელმა ქართველებს საკუთარი კულტურის ელემენტები დაგვიტოვა და მრავალი არაქართული, მაგრამ დაუსაბუთებლად ქართულად მიჩნეული ტრადიცია დღემდეა შემონახული. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი სუფრული ადათ-წესები წმინდა კავკასიური ტრადიციების გარდა, მონღოლურ, არაბულ, ოსმალურ, ირანულ, ურარტულ, სკვითურ და კიმერიულ ტრადიციებსაც ეფუძნება.პრაქტიკულად არ გვყოლია ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ქართულ სიტყვიერებასა და სასმელის სმის კულტურაში რაიმე თავისი არ შემოეტანოს. ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: `მცდარი იქნება, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი კულტურა მხოლოდ კოლხურ-იბერიულ საწყისებზე აღმოცენდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ქართული სუფრა, რომელშიც წმინდა ქართული დღეს ძალიან ცოტა რამ თუ არის. ღვინის დაძალება მონღოლებისაგან გადავიღეთ. მონღოლებისათვის სუფრაზე ღვინის არ დალევა შეურაცმყოფლად ითვლებოდა და თუკი ვინმე მაინც არ დალევდა, ამის გამო ხშირად სიკვდილითაც კი სჯიდნენ. ჩვენთან სიკვდილით არ სჯიან, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არაერთხელ ამტყდარა. ქართულ სუფრაზე დღეს არსებული მერიქიფის ინსტიტუტი ირანულია, ისევე როგორც ტოლუმბაშობა. რაც შეეხება იმას, რომ ქართველ ქალებს ხშირად ძალით სვამენ სუფრასთან და აიძულებენ, მთვრალი ხალხის ცქერით თავი დაიტანჯონ, ესეც არაქართული ტრადიციაა და ამის ფესვები ჩრდილოკავკასიაში, კერძოდ კი დაღესტანში უნდა ვეძიოთ`.
საქართველო და ალკოჰოლიზმი
საქართველოში მამაკაცების უმეტესობას იზიდავს ალკოჰოლური სასმელი. დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩვენს ქვეყანაში, სლავური ქვეყნებისგან განსხვავებით, ალგოჰოლიზმისჯენ მიდრეკილების მქონე ადამიანი ძალიან მცირეა და ქართველები მხოლოდ გართობის მიზნით სვავენ. ამ შეხესულებას აბათილებს ბრიტანული კვლევითი ცენტრის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, საქართვეოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე ალკოჰოლის მოხმარებამ 1.3 პროცენტით იმატა. ეს ძალიან ცუდი ციფრია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განვითარებულ ქვეტნებში, მაგალითად ამერიკის შეერტებულ შტატებში, გერმანიაში და კანადაში პირიქით ხდება და მოსახლეობაში ალკოჰოლური სასმელების პოპულარობა თანდათან იკლებს. ალკოჰოლური სასმელების პოპულარობის ზრდა შეინიშნება სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში, პოლონეთში და უკრაინაში. ამ ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების წესში არაყს დიდი ადგილი უჭირავს. ბრიტანული კვლევითი ცენტრი პირველ რიგში გაყიდული სპირტიანი სასმელების შესახებ არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობოდა. ამ ციფრების დადგენისას არ არის გათვალისწინებული საოჯახო პირობებში წარმოებული ალკოჰოლური სასმელები, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ეტანებიან. აქედან გამომდინახე ალკოჰოლური სასმებელის მოხმარების ზრდა ადვილადაა შესაძლებელი, რომ 1.3 პროცენტზე მეტიც იყოს
ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდები
ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდებია:პირობითრეფლექსური თერაპია – ალკოჰოლის სუნსა და გემოზე ღებინების რეფლექსის გამომუშავება, რაც ალკოჰოლისა და სასაქმებელი საშუალებების ერთდროული მიღებით მიიღწევა;
მასენსიბილიზებელი თერაპია – ალკოჰოლისადმი ლტოლვის დათრგუნვა. ავადმყოფს ამ მიზნით აძლევენ პრეპარატს, რომელიც თავისთავად უვნებელია, მაგრამ ორგანიზმში სპირტიანი სასმლის მოხვედრისას იწვევს ურთიერთქმედების რეაქციას მძიმე შედეგებით. საქართველოში ეს მეთოდი დანერგილი არ არის.

ალკოჰოლიზმის მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, წარმატების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოთერაპია და ჯგუფური რაციონალური ფსიქოთერაპია. არსებობს თვითდახმარების, ე.წ. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმური ჯგუფები, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები ერთმანეთს სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავებაში ეხმარებიან.
ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია.
ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია.
პათოლოგიური თრობა
პათოლოგიური სიმთვრალე ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკის მწვავე დარღვევაა. ის, ჩვეულებრივ, არასრულფასოვანი ნერვული სისტემის მქონე პირებს – ეპილეფსიით, ენცეფალოპათიით, ფსიქოპათიით დაავადებულებს – უვითარდებათ. პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება განუვითარდეთ მათაც, ვისაც ალკოჰოლის აუტანლობა აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დათრობამდე არასასურველი ფაქტორების (სტრესის, იძულებითი უძილობის, შიმშილის, გადახურების) გავლენას, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების შესუსტებას.
პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო რაოდენობით (50-100 გ) სპირტიანი სასმლის მიღებამაც და გამოვლინდეს გონების თავისებური დაბინდვით. ამ დროს ავადმყოფის ქცევა ვითარების არაადეკვატურია. ყურადღებას იქცევს შიშის, სიბრაზის ან მრისხანების აფექტები. ავადმყოფი აღგზნებულია, ჩხუბობს, ირგვლივ მყოფებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ან თავს იცავს, გაქცევას ცდილობს. შესაძლოა, თავის მოკვლაც სცადოს. პათოლოგიური თრობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. აგზნება საერთო სისუსტესა და ღრმა ძილში გადადის. ადამიანს მომხდარი აღარ ახსოვს.
ალკოჰოლური თრობა
სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი. თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.
თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე – ფსიქოპათებს.
სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.
ალკოჰოლისადმი სწრაფვის მიზეზები
ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას და რელაქსაციას იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.
ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური მიკროკლიმატი, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
ტერმინით “ალკოჰოლიზმი” აღნიშნავენ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს ალკოჰოლისადმი დაუძლეველი პათოლოგიური ლტოლვა, ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების ფორმირება, ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური დეგრადაცია.
ალკოჰოლური ტიპის დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლინებაა – ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი - ზარხოში. იგი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება სასმელის მიღების შემდეგ მეორე დილით.
ზარხოში ვლინდება შემდეგნაირად:
1.სახის გაწითლება,
2.ოფლიანობა,
3.ტრემორი,
4. გუგების გაფართოება,
5. გულის ცემის აჩქარება,
6.არტერიული წნევის მომატება,
7.პირის სიმშრალე,
8.გულისრევა,
9.ზოგჯერ ღებინება,
10.კუჭ-ნაწლავის აშლილობები,
11.ხშირი შარდვა,
12.ტკივილი გულის არეში,
13.თავის ტკივილი,
14.მადის დაქვეითება,
15.ძილის დარღვევა.
ალკოჰოლის ხანგძლივი მოხმარება იწვევს:
• ღვიძლის ფუნქციის დაზიანებას;
• ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკურ ზემოქმედებას (ალკოჰოლური ფსიქოზები, თეთრი ცხელება) რაც გამოიხატება ადამიანის პიროვნული თვისებების გატლანქებასა და გაუხეშებაში. ირღვევა მეხსიერება, აზროვნება ხდება არაპროდუქტიული, ქვეითდება ინტელექტი);
• ტრავმებსა და უბედურ შემთხვევებს;
• ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედებას;
• საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს (პანკრეასის, კუჭისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები);
• სქესობრივი ფუნქციის მოშლას, რაც მდგომარეობს სქესობრივი უნარის დაქვეითებასა და ზოგჯერ სქესობრივ უძლურებაში.
ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის მკურნალობა, ხანგრძლივი და ურთულესი პროცესია. საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს და აუცილებლად დაუბრუნდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
ალკოჰოლიზმი - დაავადება
ალკოჰოლიზმი დაავადებაა, რომელსაც იწვევს სპირტიანი სასმელების სისტემატური და ხანგრძლივი სმა.
ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფათოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ერთგვარ დაავიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრიას სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან ხოლმე შემდეგში ე.წ. ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებთ ფსიქიკის და შინაგანი ორგანოების მუშაობის აშლილობა.
მათ დასათრგუნად ადამიანი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა.
Subscribe to:
Comments (Atom)